weather cur horoscope tv
მაისი 14, 2024

არ გამართლდა მოლოდინები ნამოხვანის მოძრაობის ლიდერების ღირებულებებზე – თაბაგარი

13:56 პარასკევი, 02 ივლისი 2021

„ღირსების მარშის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი და „თბილისი პრაიდის“ (Tbilisi Pride) ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ეხმაურება მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ განცხადებას, რომლითაც ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის ორგანიზატორები „თბილისი პრაიდის“ კვირეულს გაემიჯნენ. მათი აზრით, კვირეულის იდეა გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ.

„საერთოდ არ მიხარია „I told you so“ პოსტები ნამოხვანის მოძრაობაზე. მერჩივნა მათი მხარდამჭერი განცხადება მენახა და პირიქით გვქონოდა სათქმელი. თუმცა არ გამართლდა მოლოდინები ამ მოძრაობის ლიდერების ღირებულებებზე. პრობლემურ ნაციონალისტურ და შოვინისტურ ნარატივებს, ტიპებმა ღიად ჰომოფობიაც და ძალადობის წახალისებაც დაუმატეს. კვერი დაუკრეს ფალავანდიშვილებს და საპატრიარქოს. ეს მაშინ, როცა ქვიარები მათი ბრძოლის ნაწილი იყვნენ პირველი დღიდან“, – ნათქვამია გიორგი თააგარის საჯარო Facebook პოსტში.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობამ Facebook-ზე განცხადება, რომელიც ჰომოფობიურ გზავნილებს შეიცავს, დღეს გამოაქვეყნა. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ „პრაიდი“ დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას, მიმართულია სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაამდეგ.

„შეუძლებელია, ვერ დაინახო, რომ ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვის სახელით, ერთი მხრივ, „პრაიდის“ ორგანიზატორთა მცირე ჯგუფი, აგრეთვე, ხელისუფლება და მთელი სპექტრი ოპოზიციური ძალებისა, წარმოჩინდებიან, როგორც პოლიტიკურ დივიდენდებს მოწადინებული და მათთვის ძნელად მიღწევადი სამოქალაქო ერთობის მოწინააღმდეგე ძალა, რომელიც არაფრად აგდებს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს, რელიგიურ გრძნობებსა და ცხოვრების წესს.

ასევე, უგულებელყოფენ ისინი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ სოციალურ ადაპტაციას საზოგადოებაში, სჭირდებათ სამსახური, მშვიდი ცხოვრება და თვითრეალიზაცია. ასეთი „პრაიდი“ და მსგავსი აქტივობები კი ხელოვნურად ზრდის აგრესიას მათ მიმართ და ბევრად დაუცველი ხდება მათი პირადი სივრცე

ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ამ ქვეყნის მართლმადიდებელ უმრავლესობას მიეკუთვნება და რელიგიური თვალსაზრისით, ჩვენს შეხედულებებს აბსოლუტურად განაპირობებს ქრისტიანული სწავლება. ჩვენი აზრით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა, გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

„თბილისი პრაიდი“ სამოქალაქო მოძრაობაა, რომელიც უპირისპირდება ჰომო/ტრანსფობიას და საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების გამოყენების გზით, იბრძვის მისი დაძლევისთვის. მოძრაობის მიზანია ქვეყანაში ისეთი გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, რომელშიც ლგბტქი ადამიანები არიან დაცულები, მიღებულები, თავისუფლები და სხვა მოქალაქეების თანასწორები. აღნიშნული მიზნების მისაღწევად „თბილისი პრაიდი“ ყოველწლიურად აორგანიზებს პრაიდის კვირეულს, რომელიც წელს 1-ელ ივლისს დაიწყო და 5 ივლისს დასრულდება.

„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები მხარს უჭერდნენ მოძრაობას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და ნამახვანის ჰესების კასკადის წინააღმდეგ გამართულ აქციებშიც მონაწილეობდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]