weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სოხუმში ქარიშხალმა პრობლემები შექმნა

10:19 ორშაბათი, 05 ივლისი 2021

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში, გუშინ საღამოს ქარიშხალი იყო, რომელმაც შენობებს სახურავები გადახადა, 50-ზე მეტი ხე მოთხარა, ტროლეიბუსის და ელექტროგადამცემი ხაზები კი გაწყვიტა.

საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, დაზიანდა მაღალი ძაბვის ხაზი „შეშელეთი-1“-იც. რეგიონის დიდი ნაწილი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე იყო დარჩენილი.

ქალაქ სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის შეიქმნა შტაბი, რომელმაც დახმარებისთვის სამხედროებსაც მიმართა. შტაბის ხელმძღვანელის, ბესლან ეშბას განცხადებით, გუშინ საღამოს ქალაქში საგანგებო ვითარება იყო შექმნილი.

„ქარიშხალმა სერიოზულად დააზარალა როგორც მრავალსართულიანი და კერძო სახლების მცხოვრებლები, ისე ქალაქის ინფრასტრუქტურა. ზარალი ფასდება“, – განაცხადა ბესლან ეშბამ.

გუშინ საღამოს ძლიერი ქარი, სეტყვა და წვიმა იყო ზემო სვანეთშიც. როგორც ადგილობრივებმა „რეგინფოს“ უთხრეს, რამდენიმე სახლს სახურავი აქვს გადახდილი, ელექტროენერგიის ქსელის საყრდენი ბოძები წაქცეულია, გზების ნაწილი კი ქარისგან მოგლეჯილი ხეებითა და ჩამოშლილი კლდოვანი მასით არის ჩახერგილი. ზუგდიდი-მესტიის ცენტრალურ გზაზე ამ დროისთვის მოძრაობა აკრძალულია. მესტიის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]