weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

რუსთაველის გამზირზე „ფორმულას“ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

14:01 ორშაბათი, 05 ივლისი 2021

რუსთაველის გამზირზე დილიდან მობილიზებული ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრები ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს, რატი წვერავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზარალებული ჟურნალისტის ფოტო ტელეკომპანიამ გაავრცელა.

„ფორმულას“ ცნობით, რატი წვერავა და ოპერატორი სუხო ელბაქიძე ერთ-ერთ სასულიერო პირთან ცდილობდნენ გასაუბრებას, რა დროსაც მათ მოძალადეები გადაეღობნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტი და ოპერატორი პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ.

დღეს, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ ჩატარებაა დაგეგმილი. სხვადასხვა ულტრანაციონალისტური, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები იქ დილიდან მობილიზდნენ, ისინი თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, ეცადნენ მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრას და მის დარბევასაც. მარშის მოწინააღმდეგეები გინებითა და ჰომოფობიური შინაარსის შეძახილებით გადაადგილდებიან, იმუქრებიან ძალადობით. ისინი ავიდნენ მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისის აივანზე, ჩამოაგდეს ცისარტყელასფერებიანი დროშა და ოფისში შევიდნენ.

რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც იმყოფებიან. ბოლო დღეებში ეკლესიამ მრევლს რამდენჯერმე მოუწოდა „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ შეკრება. საპატრიარქო აცხადებდა, რომ სასულიერო პირები პარაკლისის გადახდას აპირებდნენ.

ამ ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ღია სივრცეში „ღირსების მარშის“ ჩატარება მისი მონაწილეებისთვის საფრთხის შემცველია. სამართალდამცავი უწყება „თბილისი პრაიდს“ დაგეგმილი ღონისძიების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]