weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სენაკში ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

09:45 სამშაბათი, 06 ივლისი 2021

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 7 წლის ბავშვიც არის. მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ავტოავარია წუხელ მოხდა. რადიო „ათინათის“ ცნობით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბეტონის ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

„ტყუილია თითქოს ბავშვი ჩაიწვა. ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოიყვანა ჩემმა მეუღლემ. საავადმყოფოს მიყვანამდე გარდაიცვალა“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]