weather cur horoscope tv
ივლისი 29, 2021

ძამის ხეობაში მიწების მითვისების საქმეზე 6 პირის მიმართ დევნა დაიწყო

10:37 სამშაბათი, 06 ივლისი 2021 hits 145
საგამოძიებო სამსახურის ფოტო საგამოძიებო სამსახურის ფოტო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ძამის ხეობაში, სოფელ წითელსოფელში სახელმწიფო მიწების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა ექვსი პირის მიმართ დაიწყეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ორი თანამშრომლისა და სამი ცრუ მოწმის დახმარებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირა სოფელ წითელსოფელში მდებარე ოთხი მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 5477 კვადრატული მეტრი.

„მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების საერთო საბაზრო ღირებულება 52 678 ლარია. გამოძიების დაწყებისთანავე, ნაკვეთებს ყადაღა დაედო“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას, დოკუმენტის გაყალბებას და სამსახურებრივ გულგრილობას. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]