weather cur horoscope tv
ივლისი 29, 2021

სუსი უარყოფს რუსი ჯარისკაცის გადმოსვლას თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე

22:11 ოთხშაბათი, 07 ივლისი 2021 hits 172

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, გამყოფ ხაზთან, სოფელ ატოცში, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცის გადმოსვლის შესახებ.

„დღეს ატოცში ჩავედით, სადაც რამდენიმე დღის წინ მავთულხლართების გაბმის პროცესი დავაფიქსირეთ. დღეს უკვე მავთულხლართების აქეთ გადმოსული რუსი ოკუპანტი გადავიღეთ“, - ამბობს დავით ქაცარავა და დრონით გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ჩანს რუსეთის სასაზღვრო ჯარის ფორმაში მყოფი პირი როგორ ზვერავს ტერიტორიას, მფრინავი კამერის მიახლოების შემდეგ კი ბუჩქებში იმალება. ქაცარავას თქმით, ფაქტის შესახებ მან პოლიციას და შესაბამის სამსახურებს შეატყობინა, რის შემდეგაც მას ტერიტორიის დატოვება სთხოვეს, რუსმა ჯარისკაცმა კი იქაურობა სავარაუდოდ, უპრობლემოდ დატოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ რუსი ჯარისკაცი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოსულა. მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილთან ახლოს იმყოფებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, რომელმაც ასევე დაადსტურა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენელს გამყოფი ხაზი არ გადმოუკვეთავს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]