weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

გორში სპეცოპერაციის შედეგად 5 პირი დააკავეს

10:24 ხუთშაბათი, 08 ივლისი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სპეცოპერაციის შედეგად, გორში ხუთი პირი დააკავა ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით. ბრალდებულების ადვოკატის, ნინო შავშიშვილის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ღამით ჩაატარეს და შეიჭრნენ სახლებში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

ადვოკატის თქმით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

„ხუთივეს ედავებიან ერთიდაიმავეს, ვითომ ეს ადამიანები არიან ქურდული ტრადიციების მატარებელი. მქონდა მათთან შეხვედრა და მათ წარმოდგენა არ აქვთ ამ ბრალთან დაკავშირებით. არ გვაქვს არანაირი დოკუმენტაცია გადმოცემული. სასამართლოს განჩინებები არსებობს, გადმოგვეცემა სისხლის სამართლის საქმის მასალები და მათი გაცნობის შემდეგ, გვეცოდინება დეტალურად ყველაფერი“, – განაცხადა ადვოკატმა ნინო შავშიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]