weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კორონავირუსის 1043 შემთხვევა გამოვლინდა, 20 ინფიცირებული გარდაიცვალა

11:27 ხუთშაბათი, 08 ივლისი 2021

ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 31 229 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ, 1392 შემთხვევა იყო. 7 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.34%-ს, ხოლო შვიდი დღის მაჩვენებელი 3.72%-ს შეადგენს.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1043 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 652 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

ქვემო ქართლი – 62

იმერეთი – 61

კახეთი – 60

აჭარა – 59

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 58

შიდა ქართლი – 38

მცხეთა-მთიანეთი – 20

სამცხე-ჯავახეთი – 18

გურია – 8

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 841 ინფიცირებული, 20 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ინფიცირების 11 198 მიმდინარე, აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 7153 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 3139 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 672 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 170;
  • 906 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 373 728 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც 357 090 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5415 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]