weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჯილეხით დაცემული ცხოველების მეპატრონეები სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ

13:46 ხუთშაბათი, 08 ივლისი 2021

ფერმერები, რომელთა პირუტყვიც ჯილეხით დაეცემა, სახელმწიფოსგან ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ. მთავრობის შესაბამისი დადგენილება უკვე ამოქმედდა, კომპენსაციის გაცემას კი სახელმწიფო 2022 წლიდან დაიწყებს.

დადგენილების თანახმად, 2022 წლის პირველი იანვრიდან, ჯილეხით დაცემულ საქონელზე კომპენსაციის მიღებას შეძლებენ ის ფერმერები, რომელთა პირუტყვიც იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნებით;

თუ ინფორმაცია ცხოველისა და ფერმერის შესახებ აღრიცხულია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში (NAITS) და ფერმერს უარი არ აქვს ნათქვამი ცხოველის ვაქცინაციაზე. ასევე, კომპენსაციის მისაღებად, ცხოველის მფლობელი/მომვლელი ვალდებულია ცხოველის შესაძლო ინფიცირების ან სიკვდილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს შესაბამისი ეპიდემიოლოგიური სამუშაოების გატარება. მსგავსი შეტყობინების მიღების შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილზე შეისწავლის ვითარებას, აიღებს ნიმუშებს და მუნიციპალური ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყოფს მკვდარი ცხოველის შესაბამისი წესით განადგურებას. კომპენსაციის მისაღებად ჯილეხის შემთხვევა უნდა დადასტურდეს ლაბორატორიულად.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, ცვლილების მიღება მათი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოსა ერთობლივი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის (NAITS) პროგრამის ხელმძღვანელის, მიხეილ სოხაძის განცხადებით ახალ სტრატეგიას ორი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს: პირველი, ფერმერებმა არ დამალონ ცხოველების დაავადების და დაცემის ფაქტი და მეორე, შემცირდეს ის დიდი ზიანი, რომელიც სახელმწიფოს და ფერმერებს ადგება ჯილეხის შემთხვევების შედეგად. მისივე განმარტებით, ამჟამად, მიმდინარეობს საკომპენსაციო მექანიზმის და ფინანსური ანგარიშსწორების კრიტერიუმების შემუშავების პროცესი.

ჯილეხი (ციმბირის წყლული) საშიში ინფექციური დაავადებაა, რომლითაც შინაური და გარეული ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან. ჯილეხით ავადდება ადამიანიც, ხოლო, ექიმთან დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში, დაავადება ფატალურ შედეგს იწვევს. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. ჯილეხის სპორა ნიადაგში საუკუნეების განმავლობაში ძლებს და შესაბამის პირობებში აქტიურდება. ახალი კერის წარმოქმნას განაპირობებს დაავადებული ცხოველის დაკვლა, მკვდარი ცხოველის გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება და ა.შ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]