weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პირველი პარტიის ფარგლებში „ფაიზერის“ 28 ათასი დოზა შემოვიდა

12:50 ოთხშაბათი, 14 ივლისი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში წუხელ ფაიზერის ვაქცინის 28 000 დოზა შემოვიდა, რაც 14 ათასი ადამიანის ასაცრელად არის საკმარისი.

„ეს გახლავთ საქართველოს სახელმწიფოსა და „ფაიზერს“ შორის მილიონდოზიანი ხელშეკრულების პირველი პარტია. მეორე პარტია, მესამე პარტია თანდათანობით, უკვე ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს. ივლისის ბოლოს უნდა იყოს სერიოზული შემოსვლა და ივლის-აგვისტოში ჩვენ დიდი ალბათობით გვექნება ნახევარი მილიონი-600 ათასი დოზა. ამ წლის განმავრობაში მილიონზე ოდნავ მეტი დოზა ქვეყანას უნდა ჰქონდეს. დამატებით „ფაიზერი“ იქნება გამოყოფილი აშშ-ის დონაციის ფარგლებში, რომლის კონტრაქტის დაზუსტებაც მიმდინარეობს და მალე გახდება ცნობილი, თუ როდის და რამდენი დოზის დონაციას გააკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

booking.moh.gov.ge-ზე „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის ჯავშნების გაკეთება დღეს, 15:00 საათიდან დაიწყება, ხოლო აცრის პროცესის დაწყება 16 ივლისიდან არის დაგეგმილი. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ამ ეტაპზე რეგისტრაციას 18 წლის ზემოთ მოქალაქეები გაივლიან.

„მაგრამ უკვე არსებობს იმუნიზაციის საბჭოს გადაწვეტილება, რომ „ფაიზერზე“ ასაკი დაიწევს, როგორც არის ამ ეტაპზე ინსტრუქციით, 16 წლის ზემოთ. ეს მომავალ კვირაში გაფორმდება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და როდესაც მეორე პარტია შემოვა, იქ უკვე ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არის“, – განმარტა გამყრელიძემ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ჯამურად 317 537 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 122 180 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]