weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ყველაზე ადეკვატური იქნება, ვახტანგ გომელაურმა გვითხრას, რომ გადადგა – ელისაშვილი

13:25 ოთხშაბათი, 14 ივლისი 2021

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში მივა. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, ყველაზე ადეკვატური იქნება, თუ გომელაური ბოდიშს მოიხდის და დეპუტატებს ეტყვის, რომ გადადგა.

„ყველაზე ადეკვატური და ყველაზე ნორმალური, მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივიც, იქნებოდა ის, რომ ვახტანგ გომელაური მოვიდეს და გვითხრას, რომ მან თანამდებობა დატოვა; თუ მოიხდის ბოდიშს იმის გამო, რომ მისი უწყება 5 ივლისს ვერ ასრულებდა მოვალეობას, ვერ დაიცვა ადამიანები, მოქალქეები, მედიის წარმომადგენლები“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მათ აინტერესებთ რამდენად იყო შესძლებელი 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და აგრესიის პროგნოზირება.

„დავინტერესდებით საკითხების ორი ძირითადი ბლოკით. პირველი ეს არის პრევენციასთან დაკავშირებული საკითხები. ეს იმისთვის, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს იმის თაობაზე, თუ რამდენად შეიძლება ყოფილიყო პროგნოზირებადი ის არანორმალური მოვლენები, რომელიც ვიხილეთ 5 ივლისს და გულისხმობდა ჟურნალისტების მიმართ აგრესიას და ძალადობას, რაც, ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ არის ლოგიკურად თანმიმდევრული ქმედებები. რაც შეეხება მეორე ბლოკს, ეს, რასაკვირველია, დაუკავშირდება უკვე სამართლებრივ შეფასებას“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მონაწილეებმა 53 ჟურნალისტის, ოპერატორისა და ფოტოგრაფის მიმართ იძალადეს. ერთ-ერთი მათგანი, ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, 36 წლის ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს, ჰომოფობიურად განწობილმა ჯგუფმა ლაშქარავას სასტიკად სცემა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში. ოპერატორს, რომელიც თავის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, სახის ძვლები დაუმტვრიეს, რის გამოც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ის 5-დან 8 ივლისის ჩათვლის კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა. ლექსო ლაშქარავას სიკვდილის უშუალო მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც უწყება მიუთითებს, რომ მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება.

ოპოზიციონერი დეპუტატები ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლას 5 ივლისამდე ითხოვდნენ, რათა გაეგოთ, როგორ აპირებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისი პარაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თუმცა მაშინ მინისტრი პარლამენტში არ მივიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]