weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბანაკები იკრძალება, ტრენინგ-სემინარებზე დასწრება კი PCR ტესტის საფუძველზე იქნება დასაშვები

09:32 პარასკევი, 16 ივლისი 2021

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, 19 ივლისიდან იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

ახალი რეგულაციით, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.

ასევე წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება დასაშვები ტრენინგზე, კონფერენციასა, სემინარზე მონაწილეთა დასწრება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება და იზრდება ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი.

„ბოლო პერიოდში, ბავშვებში გაიზარდა ჰოსპიტალიზაცია. ჰოსპიტლებში ბავშვთა საწოლები ნოემბერშიც და დეკემბერშიც თავისუფალი გვქონდა, არასდროს არ იყო დატვირთვა. ახლა ვამატებთ ბავშვთა საწოლებს, იმიტომ, რომ შეივსო“, – განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, გუშინდელი მონაცემებით, ჰოსპიტალში 300-მდე ბავშვი იყო მოთავსებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]