weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კორონავირუსის 1653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი გარდაიცვალა

11:57 პარასკევი, 16 ივლისი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 13 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 466 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 800 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 765 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 035 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.67%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1653 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 980 შემთხვევა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 155

აჭარა – 118

ქვემო ქართლი – 96

კახეთი – 94

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 72

შიდა ქართლი – 48

მცხეთა-მთიანეთი – 39

სამცხე-ჯავახეთი – 20

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18

გურია – 13

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 15 888 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 10 871 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 4001 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. 780 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი.
  • 1016 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში;

ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვლიდან) დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 384 387-ს. აქედან 362 957 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5516 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]