weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ხინოს ხეობაში ორ ადამიანს ეძებენ

13:04 პარასკევი, 16 ივლისი 2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხინოს ხეობაში, სავარაუდოდ სალაშქროდ მყოფი ორი ადამიანი დაიკარგა. მათ მეორე დღეა მაშველები ეძებენ. დილიდან სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო.

კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის, ამირან ხინიკაძის ინფორმაციით, ორმა პირმა კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე 14 ივლისს გაიარა რეგისტრაცია.

„მითითებები მისცეს, რომელ ბილიკზე მიდიოდნენ და წავიდნენ ხინოს მიმართულებით, ავიდნენ ტბაზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. იქიდან დააპირეს გომის მთაზე გადასვლა. იქ ჩვენი ტერიტორია აღარ არის. როგორც ვიცი, ნისლი ჩამოწვა. სამაშველო გამოიძახეს, რომელიც გუშინ საღამოს წავიდა“, – ამბობს ხინიკაძე „აჭარის ტელევიზიასთან“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 112-ში შესული შეტყობინების თანახმად, გზააბნეული მოქალაქეები ხინოსა და გომის მთებს შორის იმყოფებოდნენ და უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ისინი მაშველების დახმარებას ითხოვდნენ, ერთ-ერთ მათგანს ქვედა კიდურის დაზიანება ჰქონდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე, მოქალაქეების დასახმარებლად გავიდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 3 ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს რთული რელიეფის გამო, მოუწიათ ხეობაში ქვეითად გადაადგილება. ცუდი ხილვადობის გამო, ღამის განმავლობაში, ვერ მოხერხდა პროცესში საჰაერო ძალის ჩართვა. დილიდან, გათენებისთანავე მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომელშიც იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და ექიმები. ამ დროისთვის ხეობაში მიმდინარეობს აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]