weather cur horoscope tv
ოქტომბერი 21, 2021

ისრაელმა საქართველო „წითელი ქვეყნების“ სიაში შეიყვანა

10:30 შაბათი, 17 ივლისი 2021 hits 373

ისრაელის მთავრობამ საქართველო, კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, ე.წ. წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა. 23 ივლისის შემდეგ, საქრთველოდან ისრაელში დაბრუნებულ პირებს სრული 7-დღიანი კარანტინის გავლა და უარყოფითი ტესტის წარდგენა მოუწევთ.

Times of israel-ის ცნობით, ამ ეტაპზე, ისრაელს ვირუსის გავრცელების მხრივ „წითელ სიაში“ შეყვანილი ჰყავს არაბთა გაერთიანებული საამიროები, სეიშელი, ეკვადორი, ეთიოპია, ბოლივია, გვატემალა, ჰონდურასი, ზიმბაბვე, ზამბია, ნამიბია, პარაგვაი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა და ტუნისი. 23 ივლისიდან კი ამ ჩამონათვალს  დაემატება: გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი, თურქეთი, საქართველო, უგანდა, მიანმარი, ფიჯი, პანამა, კამბოჯა, კენია და ლიბერია.

ამასთან, 16 ივლისიდან ყველა მგზავრმა, რომელიც აცრილია ან ვირუსისგან უკვე განკურნებულია, ისრაელში ჩასვლის შემდეგ 24-საათიანი თვითიზოლაცია უნდა გაიაროს. ეს დრო შესაძლოა უფრო ნაკლები იყოს, თუ მგზავრი ვირუსზე ტესტირების შედეგად მალევე უარყოფით პასუხს მიიღებს. ამ დრომდე, ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინირებული არიან ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულები, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, 24-საათიანი კარანტინის გავლა არ მოეთხოვებოდათ. ეს არ ვრცელდებოდა მოქალაქეებზე, რომლებიც იმ ქვეყნებიდან ბრუნდებოდნენ, სადაც მოგზაურობა აკრძალულია.  

ისრაელი 23 ივლისიდან საჰაერო მიმოსვლას კრძალავს ესპანეთთან და უზბეკეთთან. ეს ზომა უკვე მიღებულია ყირგიზეთთან, არგენტინასთან, ბელარუსთან, ბრაზილიასთან, სამხრეთ აფრიკასთან, ინდოეთან, მექსიკასთან და რუსეთთან მიმართებაში, რადგან ამ ქვეყნებში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი უკიდურესად მაღალია. ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც ამ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა, 1500 აშშ დოლარით დაჯარიმდნენ და ამასთან, მათ ტესტზე უარყოფითი პასუხის მიღებამდე კარანტინში გადასვლა მოუწევთ.

რაც შეეხება ისრაელში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ხუთშაბათს კორონავირუსით ინფიცირების 855 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 22 მარტის შემდეგ. ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 5817 აქტიური შემთხვევაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]