weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„ფაიზერის“ ვაქცინები ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას შემოგვივა – ღარიბაშვილი

12:05 შაბათი, 17 ივლისი 2021

ერთი მილიონი ფაიზერის მოწოდება უკვე დაიწყო. ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას ჩვენ შემოგვივა ფაიზერის ვაქცინები. ასევე, ნახევარი მილიონის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც რამდენიმე კვირაში მივიღებთ. კიდევ ერთი მილიონი სინოფარმი და სინოვაკი ჩამოვა საქართველოში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ბოლო დღეებში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებაა და ამ სიტუაციაში მთავარი გამოსავალი სწორედ ვაქცინაციაა.

„მანამდე იყო პრობლემა, რომ ვაქცინები საკმარისი რაოდენობით არ იყო ქვეყანაში და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩამოგვეტანა საკმარისი რაოდენობის ვაქცინები. მილიონი ვაქცინა არის ადგილზე.

ბოლო პერიოდში იმატა ინფიცირების შემთხვევებმა ბავშვებში. მე, როგორც მშობელმა, მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი გარდა იმისა, რომ მოსახლეობას შესთავაზოს ფართო ვაქცინაცია, რომელიც უკვე დავიწყეთ.

გუშინ იყო რეკორდული რაოდენობა, 10 ათასი აცრა ჩავატარეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, 20-30 ათასზე უნდა ავიდეთ, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შეზღუდვების ხელახლა დაწესებას ქვეყანა ვერ გაუძლებს: „მე მინდა ყველამ კარგად გავიაზროთ – კერძო სექტორმა და თითოეულმა მოქალაქემ – ახლა მთავრობას სჭირდება თანადგომა. მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, შემოიტანა ვაქცინები, ახლა ჩვენ გვჭირდება ფართო ვაქცინაციის წარმატებით მართვა და დასრულება“.  

ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსით ინფიცირების 1808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 17 313 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 4135 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, 15 მარტიდან დღემდე საქართველოში 345 295 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 128 096 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]