weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

აშშ საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარ მილიონ დოზას აჩუქებს

12:58 შაბათი, 17 ივლისი 2021

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარ მილიონ დოზას საჩუქრად გადმოსცემს.

„ერთი მილიონი „ფაიზერის“ მოწოდება უკვე დაიწყო. ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას ჩვენ შემოგვივა „ფაიზერის“ ვაქცინები. ასევე, ნახევარი მილიონის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც რამდენიმე კვირაში მივიღებთ. კიდევ ერთი მილიონი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ჩამოვა საქართველოში“, – განაცხადა დღეს ღარიბაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერთან“ გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლითაც საქართველომ 1 000 350 დოზა ვაქცინა შეიძინა და მისი მოწოდება წლის ბოლომდე ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი პარტია – 28 000 დოზა 14 ივლისს შემოვიდა, აცრის პროცესი კი გუშინ დაიწყო. „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის საჭიროა ორი დოზა, რომელიც 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]