weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

კოვიდის 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 487 – თბილისში, 94 – აჭარაში, 64 – კახეთში

12:20 ორშაბათი, 19 ივლისი 2021

ჩატარებული 18 194 ტესტის შედეგად საქართველოში კორონავირუსის 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 15 ინფიცირებული, 1231 კი გამოჯანმრთელდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 18 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.66%-ია, ბოლო 14 დღის – 4.60%, ხოლო ბოლო 7 დღის – 4.92%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 848 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 487 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 94

კახეთი – 64

იმერეთი – 46

ქვემო ქართლი – 44

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 35

შიდა ქართლი – 25

გურია – 21

სამცხე-ჯავახეთი – 12

მცხეთა-მთიანეთი – 11

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 16 487 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 10 949 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 4446 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 859 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 186 პირი;
  • 1092 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 388 329-ს. აქედან 366 250 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 5566 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]