weather cur horoscope tv
ივლისი 29, 2021

კორონავირუსის 2616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 26 ადამიანი გარდაიცვალა

11:02 სამშაბათი, 20 ივლისი 2021 hits 98

36 375 ტესტის შედეგად, დღეს საქართველოში კორონავირუსის 2616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 26 ინფიცირებული, 880 კი გამოჯანმრთელდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 19 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.19%-ია, ბოლო 14 დღის – 4.77%, ხოლო ბოლო ერთი კვირის – 5.24%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2616 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1557 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთ მონაცემებია:

აჭარა – 205

იმერეთი – 191

კახეთი – 152

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 128

ქვემო ქართლი – 117

შიდა ქართლი – 115

მცხეთა-მთიანეთი – 61

სამცხე-ჯავახეთი – 45

გურია – 24

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 18 197 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 12 582 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 4495 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 855 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი;
  • 1120 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 390 945-ს. აქედან 367 130 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 592 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებელს, 19 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატარდა 357 106 აცრა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 130 314 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]