weather cur horoscope tv
ივლისი 29, 2021

ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში, რიგი გამკაცრებები იქნება – გამყრელიძე

14:39 სამშაბათი, 20 ივლისი 2021 hits 326

ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს უკვე მიმართა რეკომენდაციით, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო იყოს.

„ყველა ინდიკატორი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს – ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე, დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი – არის გაუარესებული. ჩვენ ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, სადაც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე, სადღაც 17 მაისს და დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის იმის მსგავსი, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში, როცა მივდიოდით პიკისკენ. ამიტომ, ეს ძალზე საყურადღებოა. ყველა ინდიკატორით ჩვენ გადავედით წითელ ზონაში. ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

გამყრელიძის თქმით, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესების რეკომენდაცია ექნება.

საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი გამკაცრებები, რა თქმა უნდა, იქნება, პირველ რიგში, აღსრულებასთან დაკავშირებით. მოშვებულია მოსახლეობა პირბადის ტარება დახურულ სივრცეებშიც აღარ მიმდინარეობს.

პირბადესთან მიმართებაში ჩვენ ვიძლეოდოთ რეკომენდაციას, რომ ღია სივრცეებში, სადაც იკრიბება გარკვეული რაოდენობა ადამიანების ან არის კოლექტიური შეკრებები, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება. დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის, საკოორდინაციო შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და ალბათ შესაბამისი ცვლილებები შევა განკარგულებაში პირბადის ტარებასთან მიმართებაში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ საკითხებში ყოველთვის არის უფრო რადიკალური. ჩვენ წარვადგინეთ მთელი ნუსხა რეკომენდაციების, სადაც მთავარი არის, ერთი მხრივ, იმუნიზაციის პროცესის ინტენსიურობა და მეორე მხრივ, გონივრულობის ფარგლებში გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება და იქნება გაუარესების ტენდენცია, ჩვენ უფრო მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დავაყენებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, ჩატარებული 36 375 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 2616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ყველაზე მეტი – 1557 შემთხვევა – თბილისში ფიქსირდება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 26 ინფიცირებული, 880 კი გამოჯანმრთელდა. ამ დრომდე საქართველოში სრულად მხოლოდ 132 207 ადამიანია ვაქცინირებული.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა (ე.წ. კომენდანტის საათი) 30 ივნისიდან გაუქმდა. გარდა ამისა, 23 ივნისიდან სავალდებულო აღარ არის ღია სივრცეში პირბადის ტარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]