weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბოლო სამ კვირაში ბავშვების ინფიცირების 4000-მდე შემთხვევა დავაფიქსირეთ – გაბუნია

17:42 ოთხშაბათი, 21 ივლისი 2021

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, კორონავირუსით ბავშვების ინფიცირების 4000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. გაბუნიას თქმით, ამ შემთხვევათა უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს.

„დელტა შტამი ცირკულირებს და ექსპერტების შეფასებაა იმგვარი, რომ დელტა შტამის გავრცელების სისწრაფე არის უფრო მაღალი. სავარაუდოდ, ჩვენ შემთხვევაშიც სწორედ ამან განაპირობა ინფექციის ასეთი სწრაფი მატება ბოლო დღეებში. განსაკუთრებული ნიშანი ამ მეოთხე ტალღის (თუ გნებავთ, ასე დავარქვათ) არის ის, რომ ბავშვებში არის გახშირებული.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში, დაახლოებით, 4000-მდე ინფიცირების შემთხვევა გვაქვს დაფიქსირებული.

საბედნიეროდ, ამ შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს, ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც. საუბედუროდ, ახალშობილებში ორი გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა სწორედაც კორონავირუსულ ინფექციიდან გამომდინარე“, – განაცხადა გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ჩართვისას.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ბავშვებისთვის 350-მდე საწოლია მობილიზებული, საერთო საწოლფონდი კი 6000-მდეა.

„საწოლები დავამატეთ. უფრო ნაკლები საწოლი გვქონდა, რომელიც წინა ტალღების პერიოდში არასდროს იყო დატვირთული. ყველა საწოლი დატვირთული იყო, ბავშვების საწოლები რჩებოდა – თითქმის 30% იყო დატვირთული, დანარჩენი თავისუფალი. ახლა ეს სურათი შეიცვალა და იმ საწოლების, რომლებიც ჩვენ დავამატეთ, დაახლოებით 20%-ია დაუტვურთავი“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება შენიშნება – დღეს ინფიცირების 2415 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინ კი 2616. ბოლო ორ დღეში ვირუსით ინფიცირებული 52 ადამიანი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]