weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ბათუმში რესტორნის დაცვის თანამშრომლის მკვლელობისთვის 25 წლის კაცი დააკავეს

16:47 ხუთშაბათი, 22 ივლისი 2021

ბათუმის ბულვარში მდებარე ღამის კლუბისა და რესტორნის, „ვივა ლათინოს“ დაცვის თანამშრომლის, 57 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 25 წლის კაცია.

მკვლელობა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, რესტორნის დაცვის თანამშრომელი ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს ხმაურის გამო გარეთ გასვლას სთხოვდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა.

„გარეთ გამოუყვანიათ და დაუჭრიათ“, – ამბობს რესტორნის ერთ-ერთი თანამშრომელი აჭარის ტელევიზიასთან.

მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]