weather cur horoscope tv
სექტემბერი 21, 2021

ვაქცინაციაზე ჯავშნის შესახებ საბოლოო დასტურს 24 საათის განმავლობაში მიიღებთ – ტიკარაძე

15:10 პარასკევი, 23 ივლისი 2021 hits 197

ჯანდაცის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ნაჩუქარი 500 000 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა, ვებ-გვერდ Booking.moh.gov.ge-ზე პირველი დოზით აცრისთვის რეგისტრაცია დაიწყება.

„სამინისტრომ მნიშვნელოვანი მზადების პროცესი გაიარა იმისთვის, რომ შესაფერისად დავხვედროდით ამ დოზების ადმინისტრირებას და ყველა ჩვენს მოქალქეს შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა ჰქონოდა. საიტი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, რომელიც გამოვლინდა ვაქცინაციის მართვის პროცესში.

ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც, როგორც IT სპეციალისტები მიდასტურებენ, გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და მოლოდინი, რომ რაიმე შეფერხება იქნება, არ არის. მას აქვს რამდენიმე შრიანი გადაზღვევა და აქედან გამომდონარე ვფიქრრობთ, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, რეგისტრაციის საიტზე რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, რომელიც მის შეუფერხებლად მუშაობას შეუწყობს ხელს, მათ შორის, გაიზარდა საიტის გამტარუნარიანობა.

„პირველი რეგისტრაციის დროს IT სამსახურმა დააფიქსირსა, რომ 12 000 ჯავშანზე მოდიოდა 120 000 მსურველი და რა თქმა უნდა, იმან, რომ მიწოდება იყო შეზღუდული, გამოიწვია ის შეფერხებები საიტზე, რომელიც გვქონდა პირველი დოზების დარეგისტრირების დროს. ასევე შეიცვალა რეგისტრაციის მეთოდი. წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს მიუვათ 24 საათის განმავლობაში. ამ კომპონენტშიც IT სამსახურების რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული, ვინაიდან, როგორც იცით, მონაწილეობს რამდენიმე ბაზა, როდესაც ადამიანი რეგისტრირდება. IT პროგრამაში იყო დაშვებული რამდენიმე შეცდომა, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ რამდენჯერმე ხდებოდა თითო პროგრამასთან მიმართვა და ეს გამტარუნარიანობას აფერხებდა. ახლა ეს „ფლოუ“ არის იმ კანონზომიერებით, რაც უზრუნველყოფს გამტარუნარიანობას. მოქალაქეებს რამდენჯერმე მისდიოდათ მესიჯები ან/და მესიჯები იყო გაურკვეველი და არეული იყო დრო, ეს არ გამეორედება, გადაზუსტებული ინფორმაცია მიუვათ მოქალქეებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც ტიკარაძემ განმარტა, 24 საათის განმავლობაში ჯავშნის დასტურის მისვლა ემსახურება იმას, რომ საიტი არ გადაიტვირთოს.

„რეალურად, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ყველა მსურველის დაკმაყოფილება მოხდება. მხოლოდ საიტის შეუფერხებლად მუშაობისთვის მიიღო IT სამსახურმა გადაწყვეტილება, რომ ეს არის სწორი ფორმა, რათა არ მოხდეს ის კოლაფსი, რაც ჩვენ წინა რეგისტრაციისას მივიღეთ. რა თქმა უნდა, თუ უარყოფითი პასუხი იქნება, შეატყობინებენ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ამ მიწოდება-მოთხოვნის პირობებში, ვინმეს უნდა მიუვიდეს უარყოფითი პასუხი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საიტზე გამოტანილი იქნება „ფაიზერის“ 250 000 დოზა და ჯავშნების გაკეთება 20 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]