weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ აცრის შემდეგ ადამიანი 1-2 დღე სახლში იყოს – გამყრელიძე

16:03 პარასკევი, 23 ივლისი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის წამახალისებელი ერთ-ერთი ღონისძიება, რასც NCDC-მ გაუწია რეკომენდაცია, არის გამოსასვლელი დღის მიცემა იმ დასაქმებულებისთვის, ვინც აიცრებიან.

„ბევრ წამახალისებელ ღონისძიებაზეა საუბარი. ჩვენ იმუნიზაციის გეგმაშიც და მერეც რამდენიმე რეკომენდაცია წარვადგინეთ. აქ ახალ ველოსიპედს არავინ იგონებს. ჯერ აუცილებელია, რომ აცრის შემდეგ ადამიანს მიეცეს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე. დამსაქმებლებმა ეს უნდა უზრუნველყონ, რომ აცრის შემდეგ ადამიანი სახლში იყოს ერთი ან ორი დღე, როგორც იქნება გადაწყვეტილი.

მაგალითად, მე დაავადებათა კონტროლის ცენტრში ორ გამოსასვლელ დღეს ვაძლევ იმ ადამიანებს, ვინც იცრებიან. დაავადებათა კონტროლის ცენტრში მომუშავე ადამიანების 61% დღეს აცრილია და გვინდა, აგვისტოს ბოლომდე ავიდეთ 80-85%-ზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ასევე, მიღებული პრაქტიკაა სხვადასხვა ლატარიების გათამაშება და ორჯერად აცრილებისთვის გარკვეული შეღავათების შემოღება.

„დამსაქმებლებს ვთხოვთ, მეტად წაახალისონ თანამშრომლები. მათ შეიძლება, ბევრი რამ მოიფიქრონ ამასთან მიმართებაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]