weather cur horoscope tv
სექტემბერი 18, 2021

კორონავირუსის 2617 ახალი შემთხვევიდან 1485 თბილისშია, 236 – აჭარაში, 220 – იმერეთში

12:19 შაბათი, 24 ივლისი 2021 hits 143

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 43 394 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 2617 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 23 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.03%-ია, ბოლო 14 დღის 5.55%, ხოლო ბოლო 7 დღის 6.15%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2617 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1485 შემთხვევა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 236

იმერეთი – 220

ქვემო ქართლი – 153

კახეთი – 152

შიდა ქართლი – 123

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 111

მცხეთა-მთიანეთი – 45

სამცხე-ჯავახეთი – 44

გურია – 31

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 869 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა.

დღეისთვის ქვეყანაში ინფიცირების 23 573 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 17 046 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 4963 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმეა 956 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 ადამიანი;
  • 1564 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 400 698-ია. აქედან 371 434 ადამიანი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა, 5665 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]