weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

2 საათში ფაიზერის ვაქცინაზე 107 157 ადამიანი დარეგისტრირდა – გაბუნია

15:35 შაბათი, 24 ივლისი 2021

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინაზე 12:00 საათიდან 14:00 საათამდე 107 157 ადამიანი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. გაბუნიას თქმით, პირველი 10-15 წუთის განმავლობაში, ხალხის დიდი ნაკადის გამო, საიტი შედარებით ნელა მუშაობდა, თუმცა ამჟამად საიტის მუშაობაში არანაირი შეფერხება არ შეინიშნება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა გარკვეული მოლოდინი იმის თაობაზე, რომ „ფაიზერზე“ ვაქცინაცია ძალიან აქტიური იქნებოდა, რადგან მოქალაქეების ნაწილმა თავიდანვე გამოაცხადა თავისი არჩევანი. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საიტის მუშაობა გადაყვანილია ახალ რეჟიმზე, რომელიც ითვალისწინებს შეყვანილი მონაცემების ვალიდაციისთვის 24-საათიან პერიოდს. ამდენად, მოქალაქე, როდესაც დარეგისტრირდება საიტზე, ის მიიღებს დასტურს, რომ მისი მონაცემები მიღებულია და მომდევნო 24 საათის განმავლობაში მიიღებს საბოლოო დასტურს რეგისტრაციის შესახებ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის მომზადებულია 37 დაწესებულება და მობილიზებულია 110 ბრიგადა.

„ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეს, 24 ივლისიდან 12:00 საათიდან დაიწყო. აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა ელექტრონულ პორტალზე – Booking.moh.gov.ge ხდება. „კოვიდ 19“-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მიღება ასევე შესაძლებელია ნომერზე – 15 22.

„ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა, რომელიც საქართველოს აშშ-ის მთავრობამ საჩუქრად გადმოსცა, ქვეყანაში წუხელ შემოვიდა. ეს რაოდენობა 250 ათასი ადამიანის ასაცრელად არის საკმარისი. ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის არის შესაძლებელი. „ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]