weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

სოფელ ჩალაუბანში 15 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

11:20 სამშაბათი, 29 აგვისტო 2017

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 წლის ბავშვი დაშავდა. შემთხვევა 28 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა ელგუჯა იმერლიშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ  ბავშვს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული გურჯაანის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. მას თავისა და გულმკერდის ტრავმები აქვს.

გამგებლის წარმომადგენლის ცნობით, ბავშვი თბილისში ცხოვრობს. ჩალაუბანში ის დასასველებლად ახლობლებთან იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, ეაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]