weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია ადმინისტრაციული წესით დააკავეს

18:35 ორშაბათი, 26 ივლისი 2021

ხობში სამართალდამცავებმა ოთხი ადამიანი, მათ შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია და მოჭიდავე ნიკა ყორშია დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ორი დღის წინ, ქალაქის ცენტრში პოლიციელებს დაუპირისპირდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ წურწუმია და ყორშია ადმინისტრაციული სამართალდადღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, დანარჩენ ორ პირს კი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

წურწუმიასა და ნიკა ყორშიას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო დანარჩენი ორი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]