weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ანტივაქსერებზე საშიშები ისინი არიან, ვინც ვაქცინებს არჩევენ – იმნაძე

14:38 სამშაბათი, 27 ივლისი 2021

გუშინ მითხრეს, რომ რაღაც სპეციალური ჯგუფი იყო, რომელიც ადგილებს ჯავშნიდა, რათა ადამიანებს ვერ დაეჯავშნათ. გამოძიება მიდის, იქ ვინ რას აკეთებდა. მარტო ეს ერთი ჯგუფი არ არის. ამ ჯგუფს ემატება ის ჯგუფი, რომელიც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს. ჩემთვის ორივე ანტივაქსერია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძის თქმით, ანტივაქსერები ყველგან არიან, თუმცა მათზე საშიშები ისინი არიან, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს: „ანტივაქსერი მსოფლიოში ყველგან არის. ნახეთ, რამხელა დემონსტრაცია მოაწყვეს ანტივაქსერებმა საფრანგეთში, ასეთი ხალხი ყველგან არის. მათზე საშიში არის ის, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს. ისინი უფრო დიდი ინფლუენსერები არიან, ვიდრე ესენი“.

პაატა იმნაძის თქმით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებას რომ დაეტყოს, საჭიროა, მოსახლეობის 30% მაინც აიცრას. მისივე შეფასებით, ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია ისევე ვითარდება, როგორც არააცრილ პოპულაციაში.

„მაგრამ ინდივიდუალური დაცვა გარანტირებულია მათთვის, ვინც უკვე აცრილია. დიდი ხანია ქვეყანაში აცრა შესაძლებელია. მესმის, ზოგი ერთ ვაქცინას ელოდებოდა... ახლა ყველაფერია - ვინც რას ელოდებოდა, ყველა ვაქცინაა. ამიტომ ინდივიდუალური დაცვა, თუ ადამიანს არ უნდა მძიმედ წაუვიდეს დაავადება, ეს შესაძლებელია“, – აღნიშნა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ვაქცინაციის ეროვნული გეგმა წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის (1 691 214 ადამიანი) აცრას ითვალისწინებს. დღეის მონაცემებით, ჯამურად 418 398 აცრაა ჩატარებული. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 142 254 ადამიანი, რაც სამიზნე ჯგუფის მხოლოდ 8.4%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]