weather cur horoscope tv
სექტემბერი 22, 2021

27 აფთიაქში ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი გამოვლინდა – სუსი

15:31 სამშაბათი, 27 ივლისი 2021 hits 417

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებით, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ლაგოდეხში, გურჯაანსა და საგარეჯოში გამოვლენილია 27 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონოდ, სისტემატურად ვაჭრობდნენ.

სუს-ის თანახმად, გამოძიების შედეგად დგინდება, რომ 27 აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციისათვის ავტორიზებულია მხოლოდ სამი, ხოლო დანარჩენს სათანადო ნებართვა არ გააჩნია, თუმცა როგორც ავტორიზებულ, ასევე ნებართვის არმქონე აფთიაქებში სისტემატურად ხორციელდებოდა, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული, პირველი ჯგუფის ფსიქოტროპული მედიკამენტების ექიმის დანიშნულების გარეშე რეალიზაცია.

„ 2021 წლის 30 ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით, მოსამართლის განჩინების ფარგლებში, 34 პირისგან, ჯამში, 96-ჯერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც ყოველგვარი რეცეპტისა და პიროვნების დამდგენი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, ფარმაცევტებმა უკანონოდ გაასაღეს ფსიქოტროპული მედიკამენტები და ამასთან, არ გააფორმეს სალაროს აპარატის ქვითარი“, – აცხადებს სუს-ი.

უწყების ცნობით, აფთიაქებში საგადასახადო რევიზია ჩატარდება, რათა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მართლზომიერება დადგინდეს.

„გამოძიების მიერ იდენტიფიცირებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზებაში ჩართული ყველა პირის მიმართ უმოკლეს ვადაში დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო იურიდიული პირების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]