weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

იმნაძის თქმით, „ფაიზერით“ ვაქცინაცია ორსულებსაც შეუძლიათ

18:49 სამშაბათი, 27 ივლისი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერით“ ვაქცინით ორსულების აცრა შეიძლება, „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ კი ჯერჯერობით არა.

„ჯერჯერობით „სინოვაკსა“ და „სინოფარმს“ინსტრუქციაში უწერიათ, რომ ორსულები არ იცრება, რადგან კლინიკური კვლევები ორსულებზე არ არის დამთავრებული. შესაბამისად, ვიდრე არ იქნება კლინიკური კვლევები, ვერ ჩაწერენ ინსტრუქციაში. „ფაიზერს“ ინსტრუქციაში ჩაწერილი აქვს, რომ ექიმთან ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია ორსულების აცრა, ვინც მაღალი რისკის ორსულები არიან. ასე რომ, დღევანდელი სიტუაციით, „ფაიზერის“ შემთხვევაში შეიძლება ორსულების აცრა, „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“ კი ჯერჯერობით არა“, – განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 17 ადამიანი კი გარდაიცვალა. პაატა იმნაძის თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი „დელტა“ (ე.წ. ინდური) შტამით არის გამოწვეული. გარდა ამისა, როგორც იმნაძე ამბობს, მეორე კვირაა, საქართველოში ფიქსირდება „დელტა +“ შტამიც, რომელიც ადვილად გადამდები ვარიანტია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]