weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე მოძრაობა აიკრძალა

21:41 სამშაბათი, 27 ივლისი 2021

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 58-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

დღეს, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე წვიმს, რამაც მდინარეების ადიდება გამოიწვია. ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტში წყალმა საავტომობილო გზები და ხიდები წაიღო, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გარესამყაროს მოსწყდა ათობით სოფელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წვიმა (ზოგან ძლიერი) 29 ივლისის დილამდე შენარჩუნდება, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს  მდინარეების წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]