weather cur horoscope tv
სექტემბერი 18, 2021

კორონავირუსის 3141 ახალი შემთხვევიდან 1648 თბილისში გამოვლინდა, 438 – აჭარაში

11:17 ოთხშაბათი, 28 ივლისი 2021 hits 172

ჩატარებული 40 553 ტესტის შედეგად, დღეს საქართველოში კორონავირუსის 3141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მეორე დღეა, ინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობა 3000-ს აჭარბებს.

Stopcov.ge-ის მონაცემების თანახმად, ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.75%-ია, ბოლო ორი კვირის მაჩვენებელი – 6.28%-ს შეადგენს, ბოლო კვირის კი – 6.92%-ს.

ინფიცირების 3141 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1648 შემთხვევა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 438

იმერეთი – 270

კახეთი – 186

ქვემო ქართლი – 152

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 139

შიდა ქართლი – 132

მცხეთა-მთიანეთი – 70

გურია – 54

სამცხე-ჯავახეთი – 43

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1509 ადამიანი, 20 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 27 456 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 20 402 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 5256 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმეა 1018 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 212 პირი;
  • 1798 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 410 830-ს. აქედან, 377 597 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 5751 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]