weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

თიბისი დაზღვევა - აზღვევ ყველაფერს, რაც განერვიულებს

11:55 პარასკევი, 30 ივლისი 2021

თიბისი დაზღვევის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივება და მათთვის საუკეთესო მომსახურებისა და სერვისის შექმნაა.

უკვე მეხუთე წელია, მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული მიდგომებითა და მუდმივი განვითარებით, კომპანია ლიდერ პოზიციებს იკავებს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე.

ბოლოდროინდელი მონაცემების მიხედვით, ავტოდაზღვევის პოპულარიზაციის შემდეგ, საქართველოში იმატებს ბინის დაზღვევით დაინტერესებული ადამიანების რიცხვიც. ამის მიზეზი კი გაუთვაისწინებელი შემთვევებისაგან თავის დაცვაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ყველა ინდივიდისათვის მნიშვნელოვან საკითხს - საცხოვრებელ სახლს ეხება.

უფრო დეტალურად კი თიბისი დაზღვევის მომხმარებლები გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და მიზეზებს, რამაც მათ შემთხვევაში, ბინის დაზღვევის შეძენა განაპირობა:

„მთავარი რაც მანერვიულებდა, არის ხის სახლი და ცეცხლის გაჩენის ალბათობა. ამიტომაც, დავაზღვიე. მოხდა ისე, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, დიდი რაოდენობით წყალი ჩამოვიდა. შესაბამისად, დაზიანდა ჭერი, კედლები, ავეჯი და იატაკი... ყოველ საფეხურზე ვგრძნობდი სადაზღვევოს მხრიდან ჩართულობასა და სურვილს, - ჩემთვის წყლის ჩამოსვლით გამოწვეული დისკომფორტი სწრაფად და მარტივად მოეგვარებინათ. საბოლოოდ, თანხა, რომელიც თიბისი დაზღვევამ ჩამირიცხა სრულად საკმარისი იყო იმისათვის, რომ დაზიანებული მიდამოები აღმედგინდა ნერვიულობისა და გადაჭარბებული დანახარჯების გარეშე”, - ამბობს გიორგი.

„დაზღვევის შეძენა მაშინ გადავწყვიტე, როდესაც თიბისი დაზღვევიდან დამიკავშირდნენ და სადაზღვევო შეთავაზება მოვისმინე. იმდენად დიდი რისკების შემთხვევაში მთავაზობდნენ დაცვას, რომ რა თქმა უნდა, დავაზღვიე. პირველი რვა თვე არც დამჭირვებია დაზღვევის გამოყენება და გაუქმებასაც კი ვფიქრობდი. აქედან ერთი კვირის შემდეგ, ვიმყოფებოდი ქალაქაგარეთ, როცა გავიგე, რომ მეზობლისგან წყალი ჩამოვიდა. დავაფიქსირე შემთხვევა და მეორე დღესვე სადაზღვევოს წარმომადგენლები მივიდნენ ლოკაციაზე, შეაფასეს ზარალი და რამდენიმე დღეში ანაზღაურებაც ჩამერიცხა. გარდა იმისა, რომ ფინანსური ზარალი ამინაზღაურდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მე სახლს ვაქირავებ და იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩემს სახლში ცხოვრობენ თავი კიდევ უფრო დაცულად იგრძნეს,” - ამბობს მარიკა. 

საბოლოოდ, გარდა იმისა, რომ საჭირო დროს ბინის დაზღვევა შენი სახლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი ხდება, მისი ფასიც წარმოუდგენლად ხელმისაწვდომია. ბინის დაზღვევის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცნობი ბმულზე: https://home.tbcinsurance.ge/

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]