weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

ვაქცინაციას სოფლის ამბულატორიებშიც ჩაატარებენ

14:33 პარასკევი, 30 ივლისი 2021

იმუნიზაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სოფლებში ვაქცინაციის პოროცესის გააქტიურების საკითხი განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ვაქცინაცია ოჯახის ექიმების ჩართულობით, სოფლის ამბულატორიების დონეზეც მოხდება.

როგორც გაბუნია ამბობს, სოფლის ამბულატორიაში ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყო აჭარაში, კერძოდ, ბობოყვათის ამბულატორიაში.

„მთავრობის დადგენილებით, რაიონული ცენტრების დაწესებულებების პასუხისმგებლობად განისაზღვრება ის, რომ სოფლის მოსახლეობა ვაქცინაციით მოიცვან. მოცვა განხორციელდება ოჯახის ექიმების ჩართულობით, სოფლის ამბულატორიის დონეზე, ასევე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, სადაც საჭირო იქნება გასვლითი, მობილური ამბულატორიების გამოყენება, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სოფლის მოსახლეობაც აიცრას.

აქ საუბარია სოფლის დონეზე „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“ აქცრების გაფართოებაზე.

ჯერჯერობით, „ფაიზერი“ მობილური ბრიგადის ფარგლებში განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საუბარია ქრონიკულ ან ბინაზე მწოლიარე პაციენტზე, რომელთანაც ბრიგადა გადის რიანობობილის თანხლებით და ბინაზე ხდება მისი აცრა. ეს პროცესი დაწყებულია თბილისში და კიდევ უფრო სწრაფად წავა რეგიონებში“,– განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესში ამბულატორიული დაწესებულებების ჩართვა არაუგვიანეს მომდევნო კვირის ბოლოდან მოხერხებდა.

„აქამდე „ფაიზერით” ვაქცინაცია ტარდებოდა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში. „ფაიზერის” რაოდენობიდან, ასევე, მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებითაც, რომ აცრის შემდგომ სწრაფად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები არის მინიმალური, „ფაიზერით” ვაქცინაცია, შესაძლებელია, ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც.

თბილისში არის რამდენიმე დიდი, ძალიან გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომელიც წლების განმავლობაში ატარებს ბავშვთა ვაქცინაციის პროცესს. ასე რომ, ექსპერტების ჯგუფმა, ასევე, უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია უკვე დაიწყოს პოლიკლინიკურ ქსელშიც. ამასთან დაკავშირებით სამინისტროს აქვს კონსულტაციები. რამდენიმე, დაახლოებით შვიდმა დაწესებულებამ უკვე გამოთქვა მზაობა „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

30 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 153 128 ადამიანი, რაც სამიზნე მოსახლეობის 9.05%-ს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]