weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

საქართველოში დამატებით 162 630 დოზა „ფაიზერი“ შემოვიდა

17:35 შაბათი, 31 ივლისი 2021

საქართველოში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის დამატებით 162 630 დოზა შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ვაქცინის მოწოდება გაგრძელდება ყოველკვირეულად, ვიდრე არ ამოიწურება შეძენილი მილიონი დოზა.

გაბუნიას თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პედაგოგიურ პერსონალს ექნება განსაკუთრებული ხელშეწყობა იმისთვის, რომ მათი ვაქცინაცია, მათივე გადაწყვეტილებითა და სურვილის საფუძველზე, შეუფერხებლად მოხდეს.

„ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ე.წ. ვირტუალური კაბინეტი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, თუ ის დარეგისტრირებული არ არის და უნდა, რომ აიცრას, დარეგისტრირდეს ადგილზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, შევხვდეთ ახალ სასწავლო წელს უსაფრთხო სასკოლო გარემოში. ამდენად, სკოლის პერსონალის ვაქცინაციის ხელშეწყობა იქნება მნიშვნელოვანი. ამ სივრცეში [სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში] მოეწყობა ერთი ცალკე სივრცე პედაგოგიური პერსონალისთვის, რომელთაც შეუძლიათ, რეგისტრაციის გარეშე მობრძანდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია მათთვის სასურველ დროს. როგორც აქ, ასევე სხვა დაწესებულებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, პედაგოგიურ პერსონალს ექნება განსაკუთრებული ხელშეწყობა, რათა მათი ვაქცინაცია მათი ნებით მოხდეს შეუფერხებლად“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შესაძლებელია ვებ-გვერდზე Booking.moh.gov.ge ან ნომერზე 1522 ან 144-3 დარეკვით. „ფაიზერის“ გარდა, ხელმისაწვდომია „ასტრაზენეკას“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]