weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კახეთის რეგიონში ყურძნის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოები გაიხსნება

10:45 ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017

თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყურძნის გადამამუშავებელი 3 საწარმო შენდება.

„მომავალ წელს მევენახეობის მიმართულებით გაცილებით მეტი კოოპერატივი დაფინანსდება. უკვე რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ საშუალება გვექნება ვიფიქროთ არა მხოლოდ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებზე, არამედ, კოოპერატივების მიერ წარმოებული ბრენდირებული ღვინის გაყიდვაზე, რომელიც კოოპერატივების ბრენდის სახელით გავა საერთაშორისო ბაზარზე“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა. 

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში „შატო აკურა“, „საბა“ და „გავაზის საუკეთესო ვენახები“ გაერთიანებულია ჯამში 60 -ზე მეტი მეპაიე, ხოლო კოოპერატივებში მობილიზებული ვენახი 70 ჰექტარზე მეტია.

სამინისტროს ინფორმაციით, მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებიდან თითოეული მიიღებს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობას.

პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ სარგებელი ყურძნის რეალიზაციის გარდა, უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივებს ჩაუტარდებათ სწავლება როგორც ღვინის საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ საკითხებზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]