weather cur horoscope tv
მაისი 13, 2024

კორონავირუსის 2236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა

11:02 ორშაბათი, 09 აგვისტო 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 23 439 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 2236 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 44 ინფიცირებული.

გუშინ, 8 აგვისტოს კორონავირუსის 3344 ახალი შემთხვევა იყო, 7 აგვისტოს კი – 4216. დღეის მონაცემებით, ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.54%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 8.74%, ხოლო ბოლო 7 დღის მაჩვენებელი 9.75%-ს შეადგენს.

ინფიცირების 2236 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 499

იმერეთი – 177

კახეთი – 165

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 126

ქვემო ქართლი – 100

შიდა ქართლი – 90

მცხეთა-მთიანეთი – 56

გურია – 38

სამცხე-ჯავახეთი – 30

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9

დღე-ღამის განმავლობაში 3146 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 40 233 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 31 040 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 6641 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1328 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 ადამიანი;
  • 2552 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი 450 149 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 403 762 უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 6128 ადამიანი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]