weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციაზე არ ვმსჯელობთ – ტიკარაძე

12:42 სამშაბათი, 10 აგვისტო 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს, თუმცა ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, დადგეს მომენტი, როდესაც გარკვეული სეგმენტისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო იქნება.

ჯანდაცვის მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იზიარებს თუ არა პოზიციას, რომ პედაგოგებისა და სამედიცინო სფეროებში დასაქმებულებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს, რაზეც მან უპასუხა:

„ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციაზე ჩვენ არ ვმსჯელობთ, თუმცა შეიძლება, დადგეს მომენტი, როდესაც ვაქცინაცია გარკვეული სეგმენტის წარმომადგენლებისთვის, როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე ჩვენთანაც დადგეს პრაქტიკად. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ავირიდოთ მსგავსი მოთხოვნები და დავალებები სახელმწიფოს მხრიდან“.

10 აგვისტოს დილის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 54 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 43 163 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6552 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს.

რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, დღემდე საქართველოში 664 997 აცრაა ჩატარებული. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 204 234 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]