weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„ბათუმობა“ 2-3 სექტემბერს გაიმართება

11:57 ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017

აჭარაში, ქალაქ ბათუმში „ბათუმობა 2017“ 2 და 3 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიებები ტრადიციულად ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე და ევროპის მოედანზე ჩატარდება. ორი დღის განმავლობაში მოეწყობა გამოფენები და მუსიკალური ჯგუფების კონცერტები. დაგეგმილია საბავშვო გასართობი პროგრამები და გალა კონცერტი. გასული წლისგან განსხვავებით, წელს მემედ აბაშიძის გამზირს ქოლგების ნაცვლად სხვადასხვა ფერის გირლანდებით მორთავენ.

„ბათუმობა 2017“-ის ღონისძიებების პროგრამა ასეთია:

2 სექტემბერი

  • 12:00 საათი – საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობა (დრამატული თეატრის უკან);
  • 12:30 საათი – მსვლელობა მემედ აბაშიძის გამზირზე, სასულე ორკესტრის თანხლებით;
  • 12:30 - 17:00 საათი – ადგილობრივი მუსიკალური ბენდების კონცერტი ევროპის მოედანზე;
  • 12:45 საათი – ბათუმობა 2017-ის საზეიმო გახსნა ღონისძიების თაღთან, ლენტის გაჭრა;
  • 13:00 საათიდან – ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა აბაშიძის ქუჩაზე და ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე; ფოტო სტენდები და ბათუმის ინსტალაცია; საზღვაო თემატიკის დეკორაციით მორთული ჯიხურებისგან მოწყობილი გამოფენა-გაყიდვა; ძველი ბათუმის ისტორიის გაცოცხლება, ძველი ბათუმის ფოტოგამოფენა და პერფორმანსი პლატონ გიგინეიშვილის სახლის წინ; თოჯინების თეატრის წარმოდგენები და სხვა.
  • 21:00 საათი – ბათუმის ჯაზ ბიგბენდის კონცერტი ევროპის მოედანზე.

3 სექტემბერი

  • 13:00-17:00 საათი – საბავშვო სტუდიების კონცერტები ევროპის მოედანზე; ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა აბაშიძის ქუჩაზე და ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე; ფოტო სტენდები და ბათუმის ინსტალაცია; საზღვაო თემატიკის დეკორაციით მორთული ჯიხურებისგან მოწყობილი გამოფენა-გაყიდვა; ძველი ბათუმის ისტორიის გაცოცხლება, ძველი ბათუმის ფოტოგამოფენა და პერფორმანსი პლატონ გიგინეიშვილის სახლის წინ; თოჯინების თეატრის წარმოდგენები და სხვა.
  • 21:00 საათი – გალა კონცერტი ევროპის მოედანზე. კონცერტში მონაწილეობენ: ჯგუფი „ურსა“ ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე, თამთა ჭელიძე, ნიკო ბერიძე, ზვიად ბოლქვაძე, სოფო ხალვაში, ჯგუფი „რეზო და ბავშვები“, ბორის შხიანი, ალეკო ბერძენიშვილი, დავით ფორჩხიძე - ერთობლივი პროექტი.
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]