weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

8000 საწოლია ის მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია ჰოსპიტალური სექტორიდან გამოვყოთ – გაბუნია

12:59 ოთხშაბათი, 11 აგვისტო 2021

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორს მაქსიმუმ 8000 საწოლის გამოყოფა შეუძლია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მიდის საუბარი საველე ჰოსპიტლებთან დაკავშრებით.

„დღეს შემთხვევების რაოდენობა ისევ 5000-ს აჭარბებს. ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მუშაობს. 7500-მდე საწოლი იქნება მობილიზებული ორი-სამი დღის განმავლობაში. ყოველდღიურად ემატება საწოლების რაოდენობა.

ჯერჯერობით საწოლების დატვირთვა და პაციენტების მოთავსება ხდება გაწერების ხარჯზე, ანუ ჯერჯერობით ამისი რესურსი არსებობს და საწოლბრუნვა იძლევა იმის საშუალებას, რომ მძიმე პაციენტი ჰოსპიტალს მიღმა არ დარჩეს.  

თუ გაგრძელდება მომდევნო 7, 8, 10 დღის განმავლობაში იგივე ტენდენცია ეპიდემიის მატების, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს დამატებითი სასტუმროების მობილიზება და მიდის საუბარი იმაზე, თუ რა იქნება საველე გადაწყვეტა ამ შემთხვევაში, რაც ჩვენ აქამდე არ გაგვიკეთებია.

8000 არის ჩვენი მქსიმუმი. 8000 არის ის რაოდენობა საწოლფონდის, რაც შეგვიძლია გამოვყოთ ჰოსპიტალური სექტორიდან. ამას კიდევ დაემატება სასტუმროების რაოდენობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ საველე ჰოსპიტლების აუცილებლობა რომ არ დადგეს და ჰოსპიტალურმა სექტორმა დატვირთვას გაუძლოს, საჭიროა პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით შესრულება.

„მხოლოდ პირბადის გამოყენების მაჩვენებელი თუ იქნება 90%-ზე მეტი (დღეს არის 50%), ჩვენ ყოველდღიურად გვექნება თითქმის 1000 შემთხვევით ნაკლები“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ კი 5697 ახალი შემთხვევა იყო. ბოლო ორ დღეში კორონავირუსით 102 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 45 832 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6578 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1322 მძიმე პაციენტია, მათგან 302 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]