weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

დღეს დაწყებული შეზღუდვები 80%-მდე გააუმჯობესებს ეპიდვითარებას – ჯანდაცვის მინისტრი

16:34 შაბათი, 14 აგვისტო 2021

„დღესდღეისობით დაახლოებით 55 ათასამდე აქტიური შემთხვევა გვაქვს, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთია ჯანდაცვის სექტორისთვის. მიგვაჩნია, რომ დღეს დაწყებული შეზღუდვები დაახლოებით 80%-მდე გააუმჯობესებს იმ ეპიდვითარებას, რომელიც ამ ეტაპისთვის გვაქვს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, იმისთვის, რომ შეზღუდვების შედეგი დავინახოთ ორი კვირაა საჭირო.

„სწორედ აქედან გამომდინარე იქნა საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული სამკვირიან შეზღუდვაზე, რათა ჩვენ ორი კვირის განმავლობაში შევძლოთ და დავაკვირდეთ მოსალოდნელ დადებით პროგრესს“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

გამოცემა The New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, ბოლო შვიდ დღეში 100 ათას მოსახლეზე გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობით საქართველო პირველ ადგილზეა.

ამ მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში დღეში ინფიცირების დაახლოებით 4476 ახალი შემთხვევა ვლინდება, რაც 100 ათას მოსახლეზე 120 შემთხვევაა. ბოლო 14 დღეში ახალი შემთხვევების რაოდენობა 72%-ით არის გაზრდილი. მაღალია სიკვდილობის მაჩვენებელიც: საქართველოში დღეში საშუალოდ 43 ადამიანი იღუპება კორონავიუსით. 100 ათას მოსახლეზე სიკვდილობის მაჩვენებელი 1.17%-ს შეადგენს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 5579 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 50 ინფიცირებული. ამ ეტაპზე საქართველოში ინფექციის 53 854 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6835 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1398 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 ადამიანი.

 

ამ თემაზე:

რა ახალი შეზღუდვები იმოქმედებს 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]