weather cur horoscope tv
ივნისი 19, 2024

შიდა ქართლის პოლიციის ყოფილი უფროსი ვოვა ჯუღელი კორონავირუსით გარდაიცვალა

11:25 ორშაბათი, 16 აგვისტო 2021

შიდა ქართლის პოლიციის ყოფილი უფროსი ვლადიმერ (ვოვა) ჯუღელი 54 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები ადასტურებენ.

ყოფილი პარლამენტარის, გივი თარგამაძის ცნობით, ვოვა ჯუღელი წუხელ გარდაიცვალა.

„მძიმე ამბავი შევიტყვე. ერთი საათის წინ კოვიდთან ბრძოლაში დამარცხდა მრავალ ბრძოლა გამოვლილი ვოვა ჯუღელი. ნაღდი პოლიციელი. შერიფს ვეძახდი, ზუსტად ამ შემართებით მუშაობდა უმძიმეს პერიოდში გორის სამხარეო პოლიციის უფროსად. ეხლაც მახსოვს - მუდმივად კუთვნილ პიკაპში, მუდმივად მოძრაობაში. ოკუპაციის და შემდგომ უმძიმეს დღეებში ნამდვილ გმირობებს სჩადიოდა. არაერთი ადამიანი გამოსტაცა რუსებს და მარიონეტებს ხელიდან საოკუპაციო ხაზს იქიდანაც კი, სიცოცხლეები გადაარჩინა, თავად ვარ ამ ყველაფრის მომსწრე. ვაჟკაცი, პატრიოტი, შეუპოვარი ადამიანი. ძალზედ, ძალზედ დამწუხრებული ვარ. განისვენე მშვიდად, მეგობარო“, – წერს თარგამაძე სოციალურ ქსელში.

ვლადიმერ ჯუღელი შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი 2005-2010 წლებში იყო. 2010 წლიდან ის შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს. 2012 წლიდან სოდ-ი გაუქმდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი დაიღუპა. გამოვლინდა ინფიცირების 2676 ახალი შემთხვევა. დღეს ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 52 141 აქტიური, მიმდინარე შემთხვევაა, საიდანაც 6986 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პაციენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]