weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

სოფელ რუისპირში ხანძრის შედეგად ორი ვენახი დაიწვა

15:21 ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში გაჩენილი ხანძრის შედეგად რქაწითელისა და საფერავის ვენახები დაიწვა. სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა თემურ გიგაურმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ხანძარი დაახლოებით ერთ ჰექტარ ფართობზე იყო გავრცელებული.

„ცეცხლი ვენახებისა და მათ გარშემო არსებულ ეკალ-ბარდს მოეკიდა. მთლიანად დაიწვა საფერავისა და რქაწითელის ორი ვენახი, საერთო ჯამში 19 ათმეტრიანი რიგი. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა იმყოფება. ცეცხლს ადგილობრივები და ვენახის პატრონებიც აქრობდნენ. ყურძენი მთლიანად განადგურებულია“, - აღნიშნა გამგებლის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ხანძარი სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა. ცეცხლი ამ დროისთვის სრულად არის ჩამქრალი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]