weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

საველე ჰოსპიტალი უკიდურესი გეგმაა, რომლისთვისაც საქართველო უკვე მზად არის – ტიკარაძე

12:57 ორშაბათი, 16 აგვისტო 2021

„ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა საველე ჰოსპიტალი გამოყენებული იყოს უკიდურეს შემთხვევაში. მაქსიმალურად ვეცდებით, კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში და არ გახდეს საჭირო საველე ჰოსპიტლის გამოყენება. აქედან გამომდინარე, საველე ჰოსპიტალი არის უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო დღეს უკვე მზად არის“, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, დიღმის ოლიმპიურ სოფელში მომზადებული საველე ჰოსპიტალი 500-მდე პაციენტს მოემსახურება

„საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. დღესდღეობით უკვე გამართულია ყველა ინვენტარი და მოწყობილობა, გაყვანილობა, რომელიც ესაჭიროება საწოლებს, რათა მოხდეს მომარაგება ჟანგბადით. დამონტაჟებულია ორი ხუთტონიანი ცისტერნა, რომელიც საწოლებს ჟანგბადით მოამარაგებს და რაც კოვიდმართვის პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ექიმებს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში არ ხდება ექიმების მომზადება სამხედრო-საველე პირობებისთვის, თუმცა დღესდღეობით პრაქტიკოს ექიმთა მეტ ნაწილს განათლება მიღებული აქვს იმ პერიოდში, როდესაც სამხედრო გადამზადება სავალდებულო იყო. შესაბამისად, მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება და მათთან ერთად პაციენტები მიიღებენ უსაფრთხო მომსახურებას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დღეს ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 52 141 აქტიური, მიმდინარე შემთხვევაა, საიდანაც 6986 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პაციენტი. რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ 8000 საწოლი არის საწოლფონდის ის მაქსიმალური რაოდენობა, რისი გამოყოფაც ჰოსპიტალურ სექტორს შეუძლია.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2676 ადამიანს დაუდასტურდა, 30 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]