weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

უმუშევრობის დონე კიდევ გაიზარდა და 22.1% გახდა

13:05 ხუთშაბათი, 19 აგვისტო 2021

2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა და 22.1% გახდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 18.4% იყო, 2019 წელს – 17.3%, 2020 წელს კი – 18.3%.

უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 2.3%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 6.2%-ით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.2%-ით და 18.9%-ს შეადგენს, ხოლო კაცებში - 5.7%-ით არის გაზრდილი და 24.5%-ს უდრის.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.4 % შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1%-ით მეტია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1%-ით და 40.1%-ს შეადგენს.

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]