weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

მასწავლებლების დაახლოებით 40% უკვე აცრილია – განათლების მინისტრის მოადგილე

11:47 პარასკევი, 20 აგვისტო 2021

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით აცრილ მასწავლებელთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება. ამის შესახებ დგებუაძემ მცხეთაში განაცხადა, სადაც სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე დაათვალიერა.

„თბილისის გარდა რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციის იმუნიზაციის პროცესი. ხაზგასასმელი და სასიამოვნოა, რომ მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციის მაჩვენებელი იზრდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეის მონაცემებით, მასწავლებელბის დაახლობით 40%-მდე უკვე არის აცრილი“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 4743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 59 ადამიანი კი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 58 995 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 7238 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

რაც შეეხება ვაქცინაციას, 15 მარტიდან 20 აგვისტომდე ჯამში 907 665 აცრა ჩატარდა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]