weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

20 აგვისტოს საქართველოში 28 555 აცრა ჩატარდა

11:17 შაბათი, 21 აგვისტო 2021

გუშინ, 20 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით 28 555 აცრა ჩატარდა. ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყო.

საქართველოში ჯამში 938 705 აცრაა ჩატარებული. აქედან სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 661 788 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 23.2%-ია. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 276 917 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 9.7%-ს უდრის.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 74 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 61 236 მიმდინარე აქტიური შემთხვევა, საიდანაც 7273 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.1510 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 329 ადამიანი.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია მიზნად ისახავს ინფიცირების ალბათობის, დაავადების გართულებისა და სიკვდილიანობის შანსის შემცირებას. ვერცერთი ვაქცინა ვერ უზრუნველყოფს ინფიცირების აბსოლიტურ პრევენციას, მაგრამ შანსი იმისა, რომ ინფიცირებულ ადამიანს დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია ან დაავადებას სერიოზული გართულება მოჰყვება, მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

დღეს საქართველოში ხელმისაწვდომია 4 დასახელების ვაქცინა: „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“, „სინოვაკი“ და „სინოფარმი“. აქედან, „ფაიზერით“ აცრა 16 წლიდან არის შესაძლებელი, „ასტრაზენეკათი“ კი 45 წლიდან. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]