weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქელეხის შემდეგ სოფელ ურაველში 41 ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა

16:39 შაბათი, 21 აგვისტო 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში კორონავირუსით ერთდროულად 41 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის ორი ორსული და სამი ერთ წლამდე ბავშვიც.

ინფიცირებულები ძირითადად ერთი უბნის მცხოვრებლები არიან. სოფლის ექიმი ჯულიეტა კაპანაძე ინფექციის გავრცელებას ქელეხს უკავშირებს.

„84 წლის ქალს პატივი ვეცით, გავასვენეთ, რაც ძალიან ძვირად დაგვიჯდა. მას შემდეგ, 9 აგვისტოდან დაიწყო ქელეხის კლასტერი. დღემდე დაავადდა 19 ოჯახის 41 წევრი. ინფიცირებულია ერთ წლამდე ბავშვი, რომელიც გადაყვანილია სტაციონარში. ორი ორსულიც საავადმყოფოში მოვათავსეთ“, - ამბობს ექიმი.

ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღეს ქვეყანაში 61 236 ინფიცირებულია, რომელთაგან 7273 საავადმყოფოში მკურნალობს. მხოლოდ ბოლო დღე-ღამეში კოვიდინფიცირების 4091 და გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო „სოციალური ღონისძიებების“ (როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და ა.შ.) გამართვა აკრძალულია. მთავრობის გადაწყვეტილებით, მსგავსი ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტების თუ სხვა სარიტუალო დარბაზების მფლობელები პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო განმეორების შემთხვევაში, ობიექტი დაილუქება. აკრძალვის მიუხედავად რეგიონებში საბანკეტო დარბაზებში მაინც მართავენ ქორწილებსა და ქელეხებს. უმეტეს შემთხვევაში ადგილობრივი პოლიცია რეაგირებას არ ახდენს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]