weather cur horoscope tv
ივნისი 22, 2024

კორონავირუსით 60 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 2354 ახალი შემთხვევა

11:45 ორშაბათი, 23 აგვისტო 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 22 875 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსი 2354 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 5200 ინფიცირებული, 60 კი გარდაიცვალა.

ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.29%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 10.94%-ს, ხოლო ბოლო 7 დღის 10.80%-ს შეადგენს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2354 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 942 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 368

იმერეთი – 316

კახეთი – 166

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 156

ქვემო ქართლი – 108

შიდა ქართლი – 108

სამცხე-ჯავახეთი – 75

გურია – 64

მცხეთა-მთიანეთი – 33

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსი სულ 517 098 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 453 488 გამოჯანმრთელდა, 6831 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, ინფიცირების 56 753 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 46 007 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 7400 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3204, აჭარაში - 970, იმერეთში - 1133. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1557 პირი, მათ შორის, თბილისში - 632, აჭარაში - 149, იმერეთში - 349. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 29, იმერეთში - 37.
  • 3346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ 16 670 ადამიანი აიცრა. 15 მარტის შემდეგ ჯამში 979 813 აცრაა ჩატარებული. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 685 448 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 24%-ია. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 294 365 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10.3%-ს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]